Thumbnail

მესამე ინფიცირებული ლივერპულში - კორონავირუსი შაჩირისაც დაუდასტურდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლივერპულის შვეიცარიელ ნახევარმცველს კოვიდ-19 დაუდგინდა
  • შაჩირი ხორვატიასთან, ესპანეთთან და გერმანიასთან მატჩებს გამოტოვებს

ლივერპულში კოვიდ-19 კიდევ ერთ, უკვე მესამე ფეხბურთელს დაუდგინდა: შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციამ სამშაბათს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯერდან შაჩირისაც კორონავირუსი აქვს.

ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შაჩირი ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ თვითიზოლაციაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ოთხშაბათს, ხორვატიის ნაკრებთან ტესტ-მატჩში და ერთა ლიგის შეხვედრებში, ესპანეთთან (10 ოქტომბერს) და გერმანიასთან (13 ოქტომბერს) ვერ იასპარეზებს.

ტიაგო ალკანტარას და სადიო მანეს შემდეგ ჯერდან შაჩირი ლივერპულის მესამე ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. 17 ოქტომბერს იურგენ კლოპის გუნდს ევერტონთან (4 მოგება 4 თამაშში) უმნიშვნელოვანესი თამაში უწევს და წესით, ტიაგომ და მანემ დერბიმდე გამოჯანმრთელება უნდა მოასწრონ. შაჩირის კლოპი ბოლო დროს ძალიან იშვიათად იყენებს და იყო საუბრები იმის შესახებ, რომ შვეიცარიელი ლივერპულს დატოვებდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები