Thumbnail

მასკოტის ტრანსფერი - არსენალიდან გაშვებული განერზავრი სევილიამ დაასაქმა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ლონდონის არსენალის ყოფილი მასკოტი განერზავრი, რომელიც კლუბიდან ახლახან გაათავისუფლეს, უსაქმოდ დიდხანს არ დარჩენილა. "მეთოფეთა" ყოფილი თილისმის "ტრანსფერის" შესახებ ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა სევილიამ გამოაცხადა.

"ოცნებები ხდება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, განერზავრო!", - ნათქვამია კლუბის ტვიტერში.

შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა მასკოტის კოსტიუმით ჯერი კუი იყო დასაქმებული, რომელიც 27 წლის განმავლობაში ართობდა არსენალის მატჩებზე დამსწრე გულშემატკივრებს. თილისმა შემცირებაში მას შემდეგ მოყვა, რაც ინგლისურმა კლუბმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ფინანსების დაზოგვა გადაწყვიტა. 

როგორც კი მედიაში ჯერი კუის უსაქმოდ დარჩენის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, სევილია მას უმალ გამოეხმაურა და განერზავრის ფოტო თავის ტვიტერზე გაიზიარა. 

სევილიამ ლა ლიგის სამ მატჩში 7 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. ინგლისის პრემიერლიგაში გასული 4 ტურის შემდეგ, 9 ქულით ცხრილში მე-4 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები