Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისში შეიკრიბა, პირველ ვარჯიშში კი, რომელიც არასრული შემადგენლობით ჩატარდა, 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ეროვნულ ნაკრებში უახლოესი მატჩებისთვის გამოძახებული ყველა მოთამაშე უკვე თბილისშია, თუმცა, ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბებში კვირას ითამაშეს და ამავდროულად თბილისში ორშაბათს ჩამოვიდნენ, ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად, ვარჯიშს 6 ოქტომბრიდან დაიწყებენ.

ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა, საბა კვერკველია, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ვაკო გვილია, ნიკა კაჭარავა, გიორგი მაკარიძე და ოთარ კიტეიშვილი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშს სამშაბათიდან დაიწყებენ. ბელარუსთან უმნიშვნელოვანეს მატჩამდე ვლადიმირ ვაისის გუნდი კიდევ ორ ვარჯიშს გამართავს.

საქართველოს ნაკრებმა 20 ფეხბურთელით ივარჯიშა | 📷 GFF

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი).

შეგახსენებთ, რომ საქართველო - ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. თამაში უმაყურებლოდ გაიმართება, მიუხედავად იმისა, რომ უეფამ სტადიონის ტევადობის 30%-ზე მაყურებელთა დასწრების რეკომენდაცია გასცა.

საქართველოს ნაკრები ბელარუსთან მატჩის შემდეგ უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მატჩებისთვის დაიწყებს მზადებას, რომლის ეგიდითაც 11 და 14 ოქტომბერს, სტუმრად შესაბამისად, სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები