Thumbnail

ტრანსფერი | ფედერიკო კიეზა იუვენტუსში ითამაშებს - ჯერ მხოლოდ იჯარით

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ფედერიკო კიეზა იუვენტუსში 2-წლიანი იჯარით გადავიდა
  • ის იტალიის ჩემპიონს სანაკრებო შეკრების შემდეგ შეუერთდება

იტალიის ჩემპიონმა იუვენტუსმა ფედერიკო კიეზა დაიმატა. იტალიელმა ფეხბურთელმა ტურინულ გრანდთან 2-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. იუვე "იებს" პირველ სეზონში 2 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო მე-2 სეზონში - 8 მილიონს.

2022 წელს იუვენტუსს კიეზას გამოსასყიდად 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ფედერიკომ სამედიცინო შემოწმება ფლორენციაში გაიარა, იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით.

22 წლის შემტევი ფიორენტინას აკადემიაში გაიზარდა და მთავარ გუნდში 2016 წელს ჰქონდა დებიუტი. დღემდე მან "იებში" 153-ჯერ ითამაშა და 34 გოლი გაიტანა, ხოლო იტალიის ნაკრებში 19 თამაშში თავი ერთხელ გამოიჩინა. კიეზა იუვენტუსში დუგლას კოშტას პოტენციურ შემცვლელად განიხილება, რომელიც იტალიელებმა 1-წლიანი იჯარით მიუნხენის ბაიერნში გაუშვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები