Thumbnail

ტრანსფერი | მატია დე შილიომ იუვენტუსი დატოვა და საფრანგეთში ითამაშებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მატია დე შილიო ლიონში იჯარის წესით გადაბარგდა
  • იტალიელმა მცველმა იუვენტუსში 62 მატჩში 1 გოლი გაიტანა

ფრანგულმა ლიონმა იუვენტუსის მარჯვენა მცველი მატია დე შილიო დაიმატა. ტრანსფერი იტალიური გრანდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. დე შილიო ლიონში 2021 წლის 30 ივნისამდე იჯარით ითამაშებს.

"ყველა ჩვენგანი მადლობას ვუხდით მატია დე შილიოს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში", - წერს იუვეს ვებგვერდი.

დე შილიო ტურინელებმა 2017 წელს მილანიდან იყიდეს და 62 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. 27 წლის მცველმა კარიერა მილანში დაიწყო, სადაც 2011-2017 წლებში 133 მატჩი ჩაატარა. იტალიის ნაკრებში დე შილიოს 39-ჯერ აქვს ნათამაშები.

კომენტარები

ბოლო ამბები