Thumbnail

ძალიან საინტერესო იყო, რას იტყოდა ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ასტონ ვილასთან 2:7-ის შემდეგ და აი, მისი კომენტარიც: 

“დიახ, მე შემიძლია იმის დაჯერება, რაც მოხდა. მე ეს ვნახე. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ასტონ ვილამ ძალიან კარგად ითამაშა. შესანიშნავ ფორმაში არიან, ჭკვიანურად ითამაშეს და მოგებაზე იყვნენ ორიენტირებულები, ჩვენ კი - არა. კარგი შანსები გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. მაგრამ როცა 7 გოლს უშვებ, არა მგონია, შეგეძლოს იმის თქმა, რომ შეიძლებოდა, 7:7 ყოფილიყო. ზედმეტად ბევრი შეცდომა დავუშვით. კრიტიკული შეცდომები,” - განაცხადა გერმანელმა მატჩის შემდეგ.

'ლივერპული ასეთი ანგარიშით არ უნდა აგებდეს!' - ვან დაიკი

ისტორიული მარცხი ლივერპულის კაპიტანმა, ვირჯილ ვან დაიკმაც შეაფასა: “ასეთი მარცხის მიღება რთულია. ჯერ ასტონ ვილას კარგი თამაში უნდა გამოვყო - მათ ქება დაიმსახურეს. ყველანი გაბრაზებულები ვართ. ლივერპული ასეთი ანგარიშით არ უნდა აგებდეს. ასეთი რამის გამეორება არ უნდა დავუშვათ. ყველას ასპექტში უკეთ უნდა გვეთამაშა, უფრო ფრთხილებიც უნდა ვყოფილიყავით.” 

2:7 - ასეთი ანგარიშით მერსისაიდელებმა ბოლოს 1963 წელს, ტოტენჰემთან წააგეს. პრემიერლიგა 1992 წლიდან არსებობს...

კომენტარები

ბოლო ამბები