Thumbnail

ბაიერნი არც ისეთი უძლეველია, როგორც ბევრი ფიქრობდა და ფიქრობს, მაგრამ ბაიერნს ჰყავს რობერტ ლევანდოვსკი!

ჰოფენჰაიმთან 1:4 მარცხის შემდეგ, რეკორდმაისტერს ბერლინის ჰერტასთანაც შეექმნა პრობლემები (4:3) და, დიდი ალბათობით, შემადგენლობას კიდევ გააძლიერებს - ‘კიკერის’ ინფორმაციით, დუგლას კოშტა (იუვენტუსი) გზაშია.

ჰერტასთან ბავარიულმა გრანდმა ჯერ 2:0 გაანიავა, მერე კი, 3:2-ზე ბერლინელებმა კიდევ ერთხელ გაათანაბრეს. თუმცა ბოლო სიტყვა (ისევე, როგორც პირველი და მერე კიდევ ორი) ამ თამაშში ისევ ლევანდოვსკიმ თქვა, რომელმაც 93-ე წუთზე პოკერი გაიფორმა და რეკორდმაისტერს 3 ქულა გადაურჩინა.

ბაიერნი 4:3 ჰერტა

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (40), 2:0 ლევანდოვსკი (51), 2:1 კორდობა (59), 2:2 კუნია (71), 3:2 ლევანდოვსკი (85), 3:3 ნგანკამი (88), 4:3 ლევანდოვსკი (93-პენ)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რიჩარდსი (65. პავარი), ბოატენგი, ალაბა, ერნანდესი (65. მუსიალა) - კიმიხი (65. ტოლისო), გორეტცკა - გნაბრი (94. ხავი მარტინესი), მიულერი, დევისი (89. ზიულე) - ლევანდოვსკი.

კომენტარები

ბოლო ამბები