Thumbnail
  • იურგენ კლოპის ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დასაბრუნებლად იბრძოლებს
  • კლოპის ლივერპულთან ჯგუფში აიაქსი, ატალანტა და მიდტიულანდი მოხვდნენ

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა და ლივერპულის ჯგუფზე ყურადღება გაამახვილა. 2019 წლის ტრიუმფატორები D ჯგუფში მოხვდნენ და მათი მეტოქეები ატალანტა, აიაქსი და დანიური მიდტიულანდი იქნებიან.

''ეს ძალიან ძლიერი ჯგუფია. ყველამ კარგად იცის, რამდენად ძლიერი იყო აიაქსი ორი წლის წინი. ისინი ახლა ახალ გუნდს აშენებენ, რომელიც ისევ დიდი ძალა იქნება. ატალანტას მართლაც საინტერესო პროექტი აქვს. ისინი საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობენ. ნამდვილად კარგი ჯგუფია და რთული თამაშები გველოდება'', - განაცხადა კლოპმა ბრიტანულ მედიასთან.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 20 ოქტომბერს დაიწყება. კლოპის ლივერპული ''ენფილდზე'' აიაქსს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები