Thumbnail

კონტე კანტეს არ ეშვება - ჩელსის ნახევარმცველი ინტერში გადასვლაზე თანახმაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჩელსის 28 წლის ნახევარმცველის ინტერში მიწვევა ანტონიო კონტეს ძალიან სურს
  • ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი წინააღმდეგი არაა, კარიერა იტალიაში გააგრძელოს

მილანის ინტერი არ ეშვება ლონდონის ჩელსიდან ფრანგი ნახევარმცველის ნ’გოლო კანტეს გადაბირების იდეას. ტრანსფერით განსაკუთრებით ინტერესდება ნერაძურის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, რომელიც ფეხბურთელს ლონდონში გატარებული პერიოდიდან იცნობს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, თავად კანტეც თანახმაა, დატოვოს ჩელსი და მუშაობა ისევ კონტესთან, ამჯერად იტალიაში გააგრძელოს, რომლის ხელმძღვანელობითაც თავის დროზე ინგლისის ჩემპიონი გახდა.

ფრანგმა ფეხბურთელმა 2018 წლის მუნდიალზე გაიმარჯვა

გარიგებას აბრკოლებს ის, რომ ინტერს კანტეს სატრანსფერო ფასის გადასახდელად ფეხბურთელების გაყიდვა აუცილებლად სჭირდება. ჩელსი ფრანგ ფეხბუთელში 50 მილიონ ევროს ითხოვს, მილანელები კი თავს ამდენის გაღებას უფლებას ვერ აძლევენ.

ინტერის პირველი წინადადება, რომელიც 28 წლის ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონის ტრანსფერში მარსელო ბროზოვიჩის ან კრისტიან ერიკსენის ჩართვას გულისხმობდა, ლონდონის კლუბმა არ მიიღო. 

კანტე ლონდონში კონტეს საკვანძო ფეხბურთელი იყო

ნ’გოლო კანტე ლონდონის ჩელსის ღირსებას 2016 წლის ზაფხულიდან იცავს, სადაც ლესტერიდან გადავიდა. ბრიტანეთში გადაბარგებამდე კი ფრანგ ნახევარმცველს სამშობლოში ბულონსა და კანში უთამაშია. 

გასულ სეზონში ნ’გოლომ ლონდონის ჩელსის ღირსება პრემიერლიგის 22 მატჩში დაიცვა და 3 გოლითაც გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები