Thumbnail

მას შემდეგ, რაც ბარსელონას მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი გახდა, კლუბი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კლუბში მისვლისთანავე განუცხადა ლუის სუარესს, რომ ურუგვაელი მის გეგმებში არ შედიოდა.

სუარესმა კატალონიური კლუბი დატოვა და კარიერას მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელებს. მის თანამემამულე დიეგო ფორლანს ეს ფაქტი არ გაუკვირდა და აღნიშნა, რომ ლუისი პირველი ფეხბურთელი არაა, რომელსაც ბარსელონა ასე მოექცა.

"კლუბმა რაც სუარესთან მიმართებაში გააკეთა, ისტორიის განმავლობაში იგივე სხვა ფეხბურთელებისთვისაც გაუკეთებია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ლუისმა ბარსელონასთვის ყველაფერი გაიღო", - განაცხადა დიეგომ.

შეგახსნებთ, რომ დიეგო ფორლანი 2007-11 წლებში ატელტიკოში თამაშობდა. მან ასევე ისაუბრა თუ რამდენად მოერგება ლუის სუარესი მადრიდულ კლუბს და განაცხადა, რომ ლუისი ატლეტიკოს სტილში კარგად ჩაჯდება.

"სუარესის სტილის მოთამაშე კარგად მოერგება ისეთ კლუბს, როგორიც ატლეტიკოა. ვიმედოვნოთ, რომ მას შეუძლია დაეხმაროს კლუბს უმაღლესი მიზნების მიღწევაში. ლუის სუარესს, დიეგო კოშტასა და ჟოაო ფელიქსს შეუძლიათ შექმნან ატლეტიკოს სამკუთხედი", - დაამატა ფორლანმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები