Thumbnail
  • სამუელის კატალონიური კარიერა ტრავმების გამო იდეალური ვერ გამოვიდა
  • მცველის მიმართ ინტერესი ინგლისიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდანაა 

ხშირი ტრავმების გამო, სამუელ უმტიტის ბარსელონური კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც ელოდნენ. 26 წლის ფეხბურთელს კატალონიური კლუბის დაცვის ცენტრში პრობლემები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უნდა მოეგვარებინა, თუმცა ეს ასე არ გამოვიდა.

France Football-ის ინფორმაციის თანახმად, არტურო ვიდალის, ივან რაკიტიჩის, ნელსონ სემედოს და ლუის სუარესის შემდეგ, კატალონიურ კლუბს სამუელ უმტიტიც დატოვებს. ბარსელონა შეეცდება მასში აღებული თანხა სხვა შესაძლო ტრანსფერებს მოახმაროს. 

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ მცველს ბარსელონასთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, დიდი ალბათობით, ის კლუბს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

სამუელით ხუთი ევროპული კლუბი ინტერესდება. ყველაზე დიდ ინტერესს ფეხბურთელის მიმართ ლონდონის არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედი იჩენენ. ორივე ინგლისურ კლუბს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვთ და ახალი მცველის მოყვანა მათი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანია.

უმტიტის მიმართ ინტერესს იჩენენ ფრანგული კლუბებიც. 26 წლის ფეხბურთელის დამატება რენს სურს. ლიგა 1-ის გასულ სეზონში რენმა მე-3 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ფრანგული კლუბისთვის ეს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში სადებიუტო სეზონი იქნება და გუნდის გაძლიერებაც, სწორედ ამიტომ სურთ. მაგრამ მთავარი პრობლემა ტრანსფერის განხორციელებაში ფულია. რენს დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ აქვს.

კიდევ ერთი ფრანგული კლუბი, რომელსაც სამუელის დამატება უნდა, ლიონია. სწორედ ლიონიდან აღმოჩნდა ის ბარსელონაში და ახლა შესაძლოა, მცველმა კარიერა ისევ ოლიმპიკში გააგრძელოს. თუ მემფის დეპაი ბარსელონაში გადავა, კლუბს უმტიტის შესაძენი თანხა ექნება, იქამდე კი ტრანსფერის განხორციელება რთულია იქნება.

უმტიტის მიმართ ინტერესი არსებობს იტალიაშიც. ფრანგი დამატება ინტერს სურს. ანტონიო კონტეს დიეგო გოდინი აღარ სჭირდება და ურუგვაელი კარიერას კალიარიში გააგრძელებს. მილანურ გუნდს მცველი სჭირდება და ერთ-ერთ ვარიანტად სამუელ უმტიტი განიხილება.

კომენტარები

ბოლო ამბები