Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინის მე-7 მარცხი - ყველა ბრძოლა მოსაგებია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა ბრძოლა იორიკირით წააგო
  • ლევან გორგაძეს აკი ბაშოზე 5 მოგება და 7 მარცხი აქვს

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე მეთორმეტე ბრძოლა გამართა და დაამარცხდა.

ლევანის მეტოქე კომუსუბი ოკინოუმი გახლდათ. მან ტოჩიონოშინი დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა და გორგაძემ მე-7 ბრძოლა დათმო.

ტოჩინოშინს აკი ბაშოზე 5 მოგება და 7 მარცხი აქვს. მას დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად ყველა ბრძოლის მოგება სჭირდება. გორგაძის მომდევნო მეტოქე, მე-13 საჭიდაო დღეს, მე-6 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები