Thumbnail

პრემიერლიგაში მატჩები ისევ უმაყურებლოდ ჩატარდება - ჯონსონის ახალი ბრძანება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 1 ოქტომბრიდან სტადიონებზე გულშემატკივრები უნდა დაებრუნებინათ
  • ბორის ჯონსონმა დღეს ახალ რეგულაციებზე ისაუბრა და ფეხბურთსაც შეეხო

დღეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა - ბორის ჯონსონმა კორონავირუსის ახალ რეგულაციებზე ისაუბრა, სადაც კონსერვატორთა პარტიის ლიდერი ფეხბურთს და ტრიბუნებზე ფანების დაბრუნების საკითხსაც შეეხო.

ძველი განკარგულებით, 1 ოქტომბრიდან ინგლისის სტადიონებზე გულშემატკივრები ეტაპობრივად უნდა დაებრუნებინათ, რადგან პანდემიის მიერ შექმნილი ფინანსური კრიზისი გამო, ფეხბურთის ლიგაში რამდენიმე კლუბი ჯერ კიდევ ზაფხულში გაკოტრდა.

თუმცა ბრიტანელი საფეხბურთო ფუნქციონერებისთვის, ეტაპობრივი დაბრუნება გამოსავალი არ არის "1000 ან 3000 კაცის ტრიბუნაზე დაშვება, კლუბებისთვის ფინანსურად უფრო დამღუპველია" - ამბობს ტრანმერ როვერსის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლა პაილოსი.

"რაც მაკლესფილდს დაემართა, ყველას იგივე ბედი გველის, თუ სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას არ მივიღებთ." - ბრიტანეთში პანდემიის ახალმა ტალღამ მეოთხე დონეს მიაღწია და გაზაფხულზე არსებული რეგულაციების უმეტესობა თითქმის ისევ ძალაში რჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები