Thumbnail

დაუჯერებელი შეცდომა - რომას სერია A-ს პირველ ტურში 0:3 წაგება ჩაეთვალა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რომას სერია A-ს პირველ ტურში ვერონასთან წაგება ჩაეთვალა
  • მატჩი რეალურად 0:0 დასრულდა, თუმცა რომაელთა განაცხადში პრობლემა იყო

იტალიის სერია A-ს პირველ ტურში რომას ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. ვერონასთან შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ამ მატჩში "ჯალოროსის" რიგებში ითამაშა ფეხბურთელმა, რომელსაც ამის უფლება არ ჰქონდა და შედეგად, დედაქალაქური კლუბი დააჯარიმეს.

რომამ 23 წლის ნახევარმცველი ამადუ დიავარა შეცდომით 22-წლამდე გუნდის განაცხადში შეიყვანა, ხოლო ვერონასთან 25-კაციან განაცხადში ის შეყვანილი არ იყო. ამის მიუხედავად, რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ დიავარა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და 89 წუთი ათამაშა. ვინაიდან, "მგლების" ფეხბურთელს თამაშის უფლება არ ჰქონდა, ინციდენტი განიხილეს და რომას 0:3 ტექნიკური წაგება ჩაეთვა, ამგვარად, მოპოვებული ქულა ჩამოერთვა.

შეგახსენებთ, რომ რომა სერია A-ს მე-2 ტურის მატჩს 27 სექტემბერს შინ ჩაატარებს და მისი მეტოქე მოქმედი ჩემპიონი ტურინის იუვენტუსი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები