Thumbnail
  • კალიდუ კულიბალი თომას ტუხელის მთავარი სამიზნეა
  • სიტის მცველის დამატება შედარებით დაბალ ფასში სურდა

მანჩესტერ სიტი და პარი სენ-ჟერმენი კალიდუ კულიბალის ტრანსფერში ერთმანეთს დიდი ხანია ეჯიბრებიან. ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სენეგალელი კარიერას ინგლისში გააგრძელებდა, თუმცა მოლაპარაკება გაჭიანურდა.

The Telegraph-ის ინფორმაციის თანახმად, პარიზული გუნდი ტრანსფერში დაწინაურდა და კალიდუს ლიგა 1-ში გადასვლა სულ უფრო რეალურია. სახელდება თანხაც, რომლის გადახდასაც ფრანგული გუნდი პსჟ-ს 29 წლის მცველში აპირებს - 75 მილიონი ფუნტი.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის პირველი და მთავარი სამიზნე კალიდუა. გუნდმა ტიაგო სილვა ჩელსიში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვა და ახალი ცენტრალური მცველი სჭირდება, კულიბალი კი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.

ნაპოლი ფეხბურთელში 70 მილიონ ფუნტს ითხოვს. მანჩესტერ სიტიმ იტალიურ კლუბს 53 მილიონი ფუნტი შესთავაზა და კულიბალის შედარებით დაბალ ფასში ყიდვა მოინდომა, თუმცა ნეაპოლურმა კლუბმა შეთავაზება დაბლოკა, სწორედ ამიტომ, სიტის ტრანსფერის განხორციელება გაუჭიანურდა.

იტალიური კლუბი კალიდუ კულიბალს მხოლოდ იმ ფასში გაყიდის, რომელსაც ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სენეგალელი ნაპოლიში დარჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები