Thumbnail
  • დიდია იმის ალბათობა, რომ კილიანი პსჟ-ს მომავალ წელს დატოვებს
  • ფრანგის გადაბირება ლივერპულს და მადრიდის რეალს სურთ

L’Equipe-ის ინფორმაციის თანახმად, კილიან მბაპე არ არის დაწრმუნებული, რომ კარიერის გაგრძელება პარი სენ-ჟერმენში სურს. ფრანგი მზად არის, მომავალ წელს პარიზული გუნდი დატოვოს და თამაში სხვაგან გააგრძელოს.

21 წლის ფეხბურთელს ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსჟ ახალგაზრდა ვარსკვლავს ჯერჯერობით ახალ კონტრაქტზე ვერ ითანხმებს.

2021 წლის ზაფხულში კილიანის დამატებას აქტიურად განიხილავენ ლივერპული და მადრიდის რეალი. ცნობილია, რომ ინგლისურმა კლუბმა მბაპეს დამატება აქამდე უკვე ორჯერ სცადა. ერთხელ 2016 წელს, როდესაც ის ჯერ კიდევ მონაკოში თამაშობდა, მეორედ კი - ერთი წლის შემდეგ, როდესაც მბაპემ პსჟ-ში თამაში ამჯობინა.

როგორც ირკვევა, "მერსისაიდული" კლუბი ახალგაზრდა ფრანგს ახლაც ეკონტაქტება და მის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. იურგენ კლოპი და მისი სათამაშო სტილი თავად მბაპესაც მოსწონს.

მადრიდის რეალი მბაპეს შეძენას 2020 წლის ზაფხულში გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული ფინანსური კრიზისის ფონზე, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. "სამეფო გუნდის" მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს თანამემამულის მის გუნდში ხილვა განსაკუთღებით სურს.

ესპანური კლუბისთვის კარგი ამბავია, რომ მბაპე და პსჟ ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. მადრიდული გუნდი ამ სიტუაციას დააკვირდება და შეეცდება, მომავალ წელს კილიანი შედარებით დაბალ ფასში დაიმატოს.

კომენტარები

ბოლო ამბები