Thumbnail

'ეს ექსპერიმენტია ადამიანებზე' - უნგრელი დეპუტატი უეფას ბრალს დებს

  • 24 სექტემბერს, ბუდაპეშტში, უეფას სუპერთასზე, ბაიერნი სევილიას შეხვდება  
  • უნგრელი დეპუტატი არენაზე გულშემატკივრების დაშვების იდეას აკრიტიკებს

უნგრელმა დეპუტატმა უეფა გააკრიტიკა, რომელიც სუპერთასის მატჩის ჩატარებას გულშემატკივრების თანდასწრებით აპირებს. 

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიუნხენის ბაიერნსა და ევროპალიგის ტრიუმფატორ სევილიას შორის დაპირისპირება 24 სექტემბერს, ბუდაპეშტში ჩატარდება და მას 20 100 გულშემატკივარი დაესწრება. ეს უეფას ეგიდით გამართული პირველი შეხვედრა იქნება, რომელსაც პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, გულშემატკივრებიც დაესწრებიან. 

უეფას სუპერთასის მატჩი 'ფერენც პუშკაშზე' გაიმართება

"ფერენც პუშკაშზე” 67 ათასი მაყურებელი ეტევა, სუპერთასის მატჩის მონაწილე თითოეული კლუბი კი თავისი ფანებისთვის სამ-სამი ათას ბილეთს მიიღებს. ბილეთები 30-იდან 120 ევრომდე ღირს, კლუბები კი თავად დაფარავენ საკუთარი ფანებისთვის კორონავირუსზე ტესტირების ხარჯებს. ბილეთს მხოლოდ ის გულშემატკივარი მიიღებს, რომელსაც ტესტზე პასუხი უარყოფითი ექნება. ცნობილია, რომ სტადიონზე მყოფ მაყურებლებს სოციალური დისტანციის (1,5 მეტრი) მკაცრად დაცვა და მუდმივად პირბადის ტარება მოუწევთ. 

მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეექვსედ მოიგო

დეპუტატი ილდიკო ბორბელი მიიჩნევს, რომ უეფა ამ მატჩით "ადამიანებზე ექსპერიმენტს" ატარებს. უნგრელი დეპუტატის აზრით, საფეხბურთო საზოგადოება ცდილობს, პასუხი მიიღოს შეკითხვაზე, როგორ ვრცელდება კორონავირუსი მასობრივ ღონისძიებებზე და სუპერთასის მატჩს განიხილავს, როგორც სამედიცინო კვლევას. 

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უეფას სუპერთასის მატჩის უნგრეთის დედაქალაქში ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა. 

კომენტარები

ბოლო ამბები