Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინის მე-6 მარცხი - ქართველ სუმოისტს რთული მისია აქვს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტოჩინოშინმა სეკივაკე მიტაკეუმისთან იორიკირით წააგო
  • მას დადებითი ბალანსისთვის 5-დან 4 გამარჯვება სჭირდება

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე მე-6 მარცხი განიცადა, ამდენად, აქტივში კვლავაც 4 გამარჯვება რჩება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სეკიტორი აკი ბაშოს დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, დღეს კი, ძალები დასავლეთის პირველ სეკივაკე მიტაკეუმისთან მოსინჯა, რომელსაც აქამდე ორმაგი უპირატესობით (8 მოგება, 4 მარცხი) ჯობნიდა. სამწუხაროდ, ამჯერად იაპონელი უფრო ყოჩაღად გამოიყურებოდა და ჩვენებურს იორიკირით მოუგო.

აკი ბაშოს მე-11 დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე დასავლეთის პირველი კომუსუბი ენდო იქნება, რომელსაც მიმდინარე შეჯიბრზე მხოლოდ 3 ორთაბრძოლა აქვს მოგებული, ჩვენებურთან კი 12 ორთაბრძოლა აქვს გამართული და ქართველსა და იაპონელ სეკიტორებს შორის, ჯერჯერობით, თანაბარი ბალანსია. ტოჩინოშინს წოდებაში დასაწინაურებლად დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან ოთხის მოგება სჭირდება, რაც რთული ამბავი იქნება.

📺 ტოჩინოშინი VS მიტაკეუმი

კომენტარები

ბოლო ამბები