Thumbnail
  • რუსეთის მორაგბეთა ნაკრებს ბორჯღალოსნებთან თამაშამდე სპარინგი სჭირდება
  • რუს დათვებს ტესტმატჩის ჩატარება ქართველი ლეგიონერების გუნდთან ურჩიეს
  • როგორ გამოიყურება რუსეთში მოთამაშე ქართველი მორაგბეების სიმბოლური

საქართველოს და რუსეთის ნაკრებები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის გადადებულ მატჩს თბილისში 1-ელ ნოემბერს გამართავენ. ცნობილი რუსული სარაგბო რესურსი rugger.info კი გამოდის იდეით, რომ თბილისში გამომგზავრებამდე, "დათვებმა" ტესტმატჩი რუსეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისგან შედგენილ გუნდთან ჩაატარონ. 

"იდეა საკმაოდ მარტივია და ჰაერიდან მოტანილი სულაც არაა. 2013 წელს რუსეთის რაგბის ფედერაციამ "ყველა ვარსკვლავის მატჩი" ჩაატარა, რომელშიც "რუსმა დათვებმა" ქვეყნის პირველობის ლეგიონერთა სიმბოლურ ნაკრებს მოუგეს. რატომ არ შეიძლება იგივე გავიმეოროთ?

დიდი ალბათობით, ლინ ჯონსის შეგირდებს ამ შემოდგომით ბევრი ტესტმატჩის ჩატარების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. კარგი იქნება, რუმინეთთან დაგეგმილი თამაში თუ გამოვა. მაგრამ, თუ არა? გამოსავალი შესაძლოა საკუთარ კედლებში ორთბაშად ორი საკმაოდ ხარისხიანი მატჩის ჩატარება იყოს. თანაც, საჭირო არავის ჩამოყვანა გახდება…

საუბარი რუსეთის ნაკრებისთვის ორი საგამოფენო მატჩის გამართვაზე. პირველი - ჩემპიონატში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებთან, მეორე - სამხრეთაფრიკელებთან. ფინანსური თვალსაზრისით, ორივე თამაში იმაზე ძვირი არ დაჯდება, ვიდრე საზღვარგარეთ სადმე წასვლა, ინტერესი კი მის მიმართ გარანტირებული იქნება. 

ასეთი მატჩები მშვენიერი მოთელვა იქნებოდა რუსეთის ნაკრებისთვის საქართველოსთან ნოემბრის დუელის წინ. მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ფურცელზე იდეაა", - წერს საიტი, რომელიც რუსეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისგან სიმბოლურ ნაკრებსაც ადგენს და მას RU Lelos-ს არქმევს.

RU Lelos: 1. მიხეილ რატიაშვილი (მეტალურგი), 2. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი), 3. ტარიელ დონაძე (ლოკომოტივი), 4. ვლადიმერ გოგოლიძე (მეტალურგი), 5. გიორგი საბანაშვილი (ბულავა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი), 7. ნიკო აფციაური (კრასნი იარი), 8. ნიკოლოზ სუხაშვილი (მეტალურგი), 9. რევაზ ბროძელი (ლოკომოტივი), 10. ლაშა მალაღურაძე (პოდმოსკოვიე), 11. დავით მესხი (ენისეი), 12. ნიკა ცირეკიძე (ლოკომოტივი), 14. ნიკოლოზ ბერძული (მეტალურგი), 14. გიორგი ფრუიძე (კრასნი იარი), 15. გიორგი აფციაური (პოდმოსკოვიე).

სათადარიგოები: 16. რობერტ სუთიძე (კრასნი იარი), 17. მიხეილ ფსუტური (მეტალურგი), 18. ზურაბ ერისთავი (პოდმოსკოვიე), 19. ილია სპანდერაშვილი (ლოკომოტივი), 20. ბადრი დანგაძე, 21. არსენ მაჩალაძე (ბულავა), 22. გოდერძი ჭინჭარაული (ბულავა), 23. ირაკლი სვანიძე (კრასნი იარი).

ბორჯღალოსნებისთვის რუსეთთან მატჩს სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა თბილისში ჯერ კიდევ 14 მარტს უნდა გამართულიყო. რუსეთის ნაკრები უკვე საქართველოში იმყოფებოდა, მაგრამ რაგბი ევროპის ორგანიზაციამ მატჩი კორონავირუსის პანდემიის გამო გადადო. მატჩი თბილისში 1 ნოემბერს უნდა ჩატარდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები