Thumbnail

ნოვაკ ჯოკოვიჩმა პიტ სამპრასს გაასწრო და როჯერ ფედერერს ეწევა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი ახალი რეკორდისკენ მიდის
  • სერბი უკვე მეორე ადგილზეა და მხოლოდ ფედერერს ჩამორჩება

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ახალი რეკორდისკენ მიმავალ გზაზე მორიგ დონეს მიაღწია. ორშაბათს გაოფიციალურდა ის ფაქტი, რომ სერბი პირველი ჩოგანი ჯამში 287 კვირა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნოლე მხოლოდ რეკორდსმენ როჯერ ფედერერს (310 კვირა) ჩამორჩება და უკვე უსწრებს პიტ სამპრასს (286).

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ნიკილოზ ბასილაშვილი
  • რობერტო ბაუტისტა-აგუტი

აქტუალურ რეიტინგში ჯოკოვიჩი 10 860 ქულით ლიდერობს და რაფაელ ნადალს უსწრებს (9 850). შემდეგ მოდიან ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული დომინიკ ტიმი (ავსტრია, 9 125) და ფედერერი (6 630).

ყველაზე მეტი კვირა პირველ ადგილზე:

1. როჯერ ფედერერი (შვეიცარია) - 310 კვირა

2. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) - 287

3. პიტ სამპრასი (აშშ) - 286

4. ივან ლენდლი (ჩეხოსლოვაკია/აშშ) - 270

5. ჯიმი კონორსი (აშშ) - 268

6. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) - 209

7. ჯონ მაკინროი (აშშ) - 170

8. ბიორნ ბორგი (შვედეთი) - 109

9. ანდრე აგასი (აშშ) - 101

10. ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრალია) - 80

კომენტარები

ბოლო ამბები