Thumbnail

Cyberpunk 2077: სპეციფიკაციები, თრეილერი და სხვა სიახლეები

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Cyberpunk 2077-ის სიუჟეტი, Witcher 3-ზე მოკლე იქნება
  • თამაში 2020 წლის 19 ნოემბერს გამოვა
  • დეველოპერებმა თამაშის გასაშვებად საჭირო მონაცემები გაამჟღავნეს

სტუდია CD Project-მა კარგად იცის, რომ მათ ახალ როლურ თამაშ Cyberpunk 2077-ს, გეიმერთა უმეტესობა მოუთმენლად ელოდება. შესაბამისად, კომპანია ფანებს ხშირად უზიარებს სიახლეებს ლაივ კონფერენცია Night City Wire-ზე.

ამ სტატიაში, გაგიზიარებთ სიახლეებს, რომელიც გუშინდელ სთრიმზე გავიგეთ.

დასაწყისისთვის, ახალი თრეილერი ვნახეთ, რომელშიც Night City-ის მცხოვრებლები უკეთ გავიცანით.

დეველოპერებმა განაცხადეს, რომ Cyberpunk 2077-ის სიუჟეტის შემოკლება გადაწყვიტეს, The Witcher 3-ის სტატისტიკიდან გამომდინარე: მათი თქმით, მოთამაშეების უმეტესობამ, The Witcher 3-ის ყველა ქვესთი არ შეასრულა. თუმცა, მთავარი სიუჟეტური ხაზის გარდა, თამაშში უამრავი დამატებითი ქვესთი იქნება.

CD Project-ის მთავარმა ქვესთ დიზაინერმა პატრიკ კ. მაილსმა, სტუდიის გადაწყვეტილება ასე ახსნა:

''დიდი განსხვავებაა თამაშის მხოლოდ მთავარი სიუჟეტის გავლასა და მის სრულყოფილად დახურვას შორის. Cyberpunk 2077-ის მთავარი ქვესთი  The Witcher 3-თან შედარებით, მოკლე იქნება, რადგან, უამრავი გეიმერი იყო უკმაყოფილო ამ თამაშით. გვინდა, მოთამაშეებმა სრულად გაიარონ მთავარი სიუჟეტური ხაზი. სამწუხაროდ, ამჟამად, ზუსტად ვერ გეტყვით, რა დრო დასჭირდება ამას.''

დეველოპერების განცხადებით,  The Witcher 3-ის მსგავსად, Cyberpunk 2077-საც ექნება დამატებითი DLC-ები, რომლებზეც სტუდია უკვე მუშაობს.

ვებ-გვერდ How Long To Beat-ის მიხედვით, The Witcher 3-ის მთავარი სიუჟეტის გავლისათვის, მოთამაშეს დაახლოებით 51,5 საათი სჭირდება, თამაშის სრულად დასახურად კი 172 საათი. 

ამას გარდა, დეველოპერებმა Night City-ს ახალი სურათებიც გაგვიზიარეს.

Night City

Night City

Night City

Night City

Night City

Night City

Night City

Night City

Night City

Night City

ახლა კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი გუშინდელი სთრიმიდან: Cyberpunk 2077-ის სათამაშოდ საჭირო სპეციფიკაციები უკვე ცნობილია და ისინი ასე გამოიყურება:

მინიმალური მონაცემები თამაშის გასაშვებად:

  • პროცესორი: Intel Core i5-3570K ან AMD FX-8310
  • შიდა მეხსიერება: 8 GB
  • გრაფიკული ბარათი: NVIDIA GeForce GTX 780 3GB ან AMD Radeon RX 470
  • მეხსიერება დისკზე: HDD (70 GB) ან მეტი

რეკომენდირებული მონაცემები თამაშის გასაშვებად:

  • პროცესორი: Intel Core i7-4790 ან AMD Ryzen 3 3200G
  • შიდა მეხსიერება: 12 GB
  • გრაფიკული ბარათი: NVIDIA GeForce GTX 1060 6GB ან AMD Radeon R9 Fury
  • მეხსიერება დისკზე:  SSD (70 GB) 

Cyberpunk 2077-ის გამოშვება უკვე რამდენჯერმე გადაიდო. ბოლო ინფორმაციით, თამაშის გამოსვლას, 2020 წლის 19 ნოემბერს ველოდებით. სავარაუდოდ, სტუდიას სურს, თამაშის გაყიდვაში ჩაშვება, შემდეგი თაობის კონსოლების გამოსვლას დაამთხვიოს. შესაბამისად, საეჭვოა, თარიღი ისევ შეცვალოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები