Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინმა ტაკაკეიშო დაამარცხა, ბალანსი თანაბარია!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა ბაშოს ლიდერის დამარცხება მოახერხა
  • ლევან გორგაძეს აკი ბაშოზე 4 მოგება დაუგროვდა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე მერვე ბრძოლა გამართა და მეოთხე მოიგო.

ლევანის მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო იყო, რომელსაც ქართველმა მარტივად მოუგო და აკი ბაშოზე რიგით მეოთხე გამარჯვება იზეიმა. ტაკაკეიშო აგრესიულად იწყებდა, თუმცა ტოჩინოშინმა პირდაპირ დატაკებას გვერდზე დადგომა არჩია და მეტოქე ისე წააქცია.

ტოჩინოშინს აკი ბაშოზე 3 მოგება და 4 მარცხი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე მე-9 საჭიდაო დღეს კიდევ ერთი ოძეკი ასანოიამა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები