Thumbnail
  • მაიამი ჰიტი 106:117 ბოსტონ სელტიკსი
  • სერიაში სხვაობა შემცირდა: 2:1 ჰიტის სასარგებლოდ

ბოსტონისთვის მაიამისთან მესამე თამაშის წაგება აღარ შეიძლებოდა და სელტიკსიც დაბრუნდა. ჯეილენ ბრაუნისა და ჯეისონ ტეიტუმის დამსახურებით, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში ბოსტონმა სხვაობა შეამცირა.

117:106 მოგებულ თამაშში სელტიკსიდან ტოპსქორერი ბრაუნი გახლდათ - 26 ქულით. მას ასევე 7 მოხსნა, 5 ასისტი და 3 ჩაჭრაც ჰქონდა. ტეიტუმმაც აჩვენა თავისი მრავალმხრივობა: 25 ქულასთან ერთად მან 14 მოხსნა გააკეთა და 8 პასი ჰქონდა. ბევრი ჩააგდეს კემბა უოკერმა (21) და მარკუს სმარტმაც (20). მაიამიდან ყველაზე ბევრი ქულა ბემ ადებაიოს (27 & 16 მოხსნა) და ტალერ ჰიროუს (22) ჰქონდათ. ჯიმი ბატლერისთვის 17 ქულა და გორან დრაგიჩისთვის 11 - რბილად რომ ვთქვათ, ცოტაა.

აღსანიშნავია, რომ ფილადელფიასთან პირველ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა გორდონ ჰეივორდმა. მან პარკეტზე 31 წუთი გაატარა - 6 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი.

“ჩემს მოთამაშეებს გუშინ ვუთხარი, რომ ჩემთვის შედეგი არ იყო მთავარი. უფრო მნიშვნელოვანი იყო, როგორ წარმოვაჩენდით თავს. მიხარია, რომ ეს კარგად გავაკეთეთ და თან თამაში მოვიგეთ,” - განაცხადა ბოსტონის მთავარმა მწვრთნელმა ბრედ სტივენსმა.

სერიის მეოთხე მატჩი 24 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები