Thumbnail
  • ბაიერნი ისტორიული ინოვაციის ნაწილი ხდება
  • ლევანდოვსკი, ნოიერი და სხვები ელექტრომობილებით ივლიან

მიუნხენის ბაიერნი პირველი საფეხბურთო კლუბია, რომელიც თავის ფეხბურთელებს ელექტრომობილების დაურიგებს. მანუელ ნოიერი, რობერტ ლევანდოვსკი და ბავარიული გრანდის სხვა ვარსკვლავი ამიერიდან მხოლოდ ელექტროამძრავიანი მანქანებით ივლიან.

ბუნდესლიგის ახალი სეზონის იდეალურად დაწყების (8:0 შალკესთან) შემდეგ, ნოიერმა, ლევანდოვსკიმ, თომას მიულერმა და ბაიერნის სხვა ფეხბურთელებმა თავიანთი ახალი ელექტრომობილები მიიღეს - საუბარია Audi e-tron-ზე. მანამდე, აუდიმ ბაიერნის ზებენერშტრასეს ბაზაზე ელექტრომობილების დასამუხტი მოწყობილობები დაამონტაჟა.

შეგახსენებთ, რომ იანვარში ბაიერნმა აუდისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და დიდი ტრადიციების მქონე პარტნიორობა 2029 წლამდე გააგრძელა. ჰანსი ფლიკის გუნდმა ჯამში 19 Audi e-tron მიიღო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები