Thumbnail
  • ტოტენჰემმა ‘დაკარგული შვილი’ დაიბრუნა
  • გარეთ ბეილთან ერთად, სპურსმა რეალის კიდევ ერთი მოთამაშეც წაიყვანა

ის ჯერ კიდევ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, მაგრამ ფეხბურთს ბოლო დროს ძალიან იშვიათად თამაშობს...

გარეთ ბეილის კარიერაში მადრიდის რეალი დამთავრებულია - ყოველ შემთხვევაში, ერთი წლით მაინც. შეიძლებოდა, პირიქითაც გვეთქვა: რეალის ისტორიაში ბეილი მინიმუმ ერთი წლით დამთავრდა - როგორც იქნა. უელსელი ფეხბურთელის ტოტენჰემში დაბრუნება უკვე გადაწყვეტილი და დადასტურებული ამბავია. ის ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე ხდება!

ტოტენჰემმა ბეილის ერთწლიანი იჯარა ოფიციალურად შაბათს საღამოს დაადასტურა. უელსელი სპურსში 2007-დან 2013 წლამდე თამაშობდა, მერე კი რეალში გადავიდა, სადაც 4-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი. ბოლო დროს ბეილი რეალს აღარ სჭირდებოდა - ‘სამეფო კლუბის’ მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს მისი გაშვება სურდა, რეალს კი ხელფასის დაზოგვა. ბეილამდე ტოტენჰემმა ფლანგის მცველის, სერხიო რეგილონის ტრანსფერიც დაადასტურა, რომელიც ინგლისში ასევე რეალიდან მიდის.

31 წლის ფეხბურთელს ხელფასის ნაწილს კვლავ რეალი გადაუხდის. მადრიდში მას კვირაში დაახლოებით 380 000 ევრო ჰქონდა. 'გარდიანის' ინფორმაციით, ბეილი პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იქნება.

ბეილის დაბრუნება ტოტენჰემისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისად უნდა იქცეს - ჟოზე მოურინიოს გუნდმა პრემიერლიგაში დეპრესიის მომგვრელი სტარტი აიღო (0:1 ევერტონთან). რეალში კი უხარიათ, რომ თავიდან მოიშორეს ძალიან მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, რომელსაც არაფერში იყენებდნენ. უხარიათ, მიუხედავად იმისა, რომ ხელფასის ნაწილი მაინც უნდა უხადონ...

კომენტარები

ბოლო ამბები