Thumbnail
  • რამაზ ხარაზიშვილის პასუხი საქართველოს რაგბის კავშირსა და გამგეობის წევრებს
  • ქართველი მორაგბე ამბობს, რომ კავშირის განცხადება დიდი სიყალბით იწყება

საქართველოს რაგბის კავშირმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელიც გამგეობის წევრების მიერ ერთხმად იქნა მიღებული. ცხადია, რომ მიმართვა ორიოდე დღის წინ მომხდარ ინციდენტს ეხება, რომელსაც საინიციატივო ჯგუფის წევრ რამაზ ხარაზიშვილის დაჭრა მოჰყვა. ხარაზიშვილი მერაბ ბესელიამ დაჭრა, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართელოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ხარაზიშვილი იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც რაგბის კავშირმა გაავრცელა. მორაგბემ 'ფორმულას' გადაცემა 'პოლიტმეტრში' კავშირის განცხადებას დიდი სიყალბე უწოდა.

რამაზ ხარაზიშვილი: "რაგბის კავშირისგან და გამგეობისგან რეალურ სოლიდარობას ველოდი. ვფიქრობდი, რომ ამ საქციელს დაგმობდნენ. მათ განცხადება გაავრცელეს, რომელიც ყალბი სოლიდარობით იწყება და მუქარით მთავრდება. ისინი პასუხისმგებლობას საერთოდ არ იღებენ. საზოგადოებასაც ისეთი ტონით ესაუბრებიან, რომელიც მისაღები ნამდვილად არაა. მხოლოდ საკუთარ თავზე და ინტერესებზე ფიქრობენ."

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები