Thumbnail

იტალიაში ქომაგი ბრუნდება - სპადაფორას ოფიციალური განცხადება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვინჩენცო სპადაფორა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
  • საზოგადოება სტადიონებს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს

იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ იტალიაში სპორტული ღონისძიებების კარი უნდა გაიხსნა და მაქსიმუმ 1000 მაყურებელს სპორტულ მატჩებზე დასწრების საშუალება უნდა მისცენ.

''რამდენიმე საათში ამ გადაწყვეტილებას გავაოფიციალურებთ. მადლობას ვუხდი მთავრობას თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს ხალხაი დაესწროს. ჩვენი გადაწყვეტილებით, რომის მასტერსს ნახევარფინალური დაპირისპირებებიდან 1000 ქომაგი დაესწრება'', - განაცხადა სპადაფორმა.

იტალიის სპორტის მინისტრის აზრით, დროა, რომ ქომაგები საფეხბურთო მატჩებსაც დაუბრუნდნენ, რათა მორიგი ნაბიჯი გადავდგათ ნორმალური ცხოვრების დაბრუნებისთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები