Thumbnail
  • იურგენ კლოპს გუნდის შეტევითი პოტენციალის გაზრდა სურს
  • ბარსელონა ფრანგი ფეხბურთელის იჯარას არ განიხილავს

ლივერპული მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აქტიურობით არ გამოირჩევა. ჯერჯერობით, პრემიერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ოფიციალურად მხოლოდ კოსტას ციმიკასი დაიმატა, ხოლო ტიაგო ალკანტარას ტრანსფერს მხოლოდ გაოფიციალურება აკლია.

ესპანური გამოცემის SPORT-ის თანახმად, იურგენ კლოპის გუნდი ბარსელონადან უსმან დემბელეს იჯარით დამატებას განიხილავს. "'მერსისაიდელებმა" კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას უკვე მიმართეს.

მიუხედავად იმისა, რომ ლივერპული მზადაა დემბელე იჯარით ერთი სეზონით წაიყვანოს და ფრანგის ხელფასიც მთლიანად გადაიხადოს, ბარსელონა უარზეა. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას 23 წლის ფეხბურთელის გაყიდვა სურს და იჯარის ვარიანტს არ განიხილავს.

იურგენ კლოპს სურს, რომ შეტევით ტრიოს (მანე, ფირმინო, სალაჰი) შემცვლელი ჰყავდეს და ამით გუნდის შეტევითი პოტენციალი უფრო ღრმა გახდეს. გერმანელ სპეციალისტს გასულ სეზონში გაუმართლა, რადგან ამ სამეულიდან ხანგრძლივი დაზიანება არცერთს მიუღია.

ბარსელონამ დემბელე 2017 წელს ნეიმარის შემცვლელად დაიმატა. თავდაპირველად მასში კლუბმა 105 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც 42 მილიონი ბონუსებად ემატებოდა. მიუხედავად დიდი იმედებისა, ფრანგმა ის თამაში ვერ აჩვენა, რასაც მისგან ელოდნენ. ამის ძირითადი მიზეზი ხშირი ტრავმიანობაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები