Thumbnail
  • ტურინის იუვენტუსის ყოფილი ფორვარდი კარიერას MLS-ში განაგრძობს
  • გონსალო იგუაინი ინტერ მაიამიში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა

ტურინის იუვენტუსის ყოფილი ფორვარდი გონსალო იგუაინი MLS-ის წევრ ინტერ მაიამიში გადავიდა. ამერიკულმა კლუბმა აღნიშნული ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა და სოციალურ ქსელში პოსტიც დადო: “ზედმეტი სიტყვების გარეშე... კეთილი იყოს შენი მობრძანება ინტერ მაიამიში, გონსალო იგუაინ!”.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა თავდამსხმელმა იუვენტუსთან კონტრაქტი ორმხრივი თანხმობის საფუძველზე 17 სექტემბერს შეწყვიტა და ფლორიდულ კლუბში, სადაც 9 ნომრიანი მაისურით ითამაშებს, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. გონსალო ტურინელთა ღირსებას 2016 წლიდან იცავდა. 32 წლის ფორვარდმა 149 მატჩის ჩატარება მოასწრო და მისი მონაგარი 66 გოლი და 16 საგოლე პასი იყო.

ცნობისთვის, ინტერ მაიამი ინვესტორთა ჯგუფს ეკუთვნის სახელწოდებით Miami Beckham United და იოლი მისახვედრია, რომ მისი ხელმძღვანელი წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია. ინტერი MLS-ში პირველი სეზონია თამაშობს, 11 ტურში მხოლოდ 8 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები