Thumbnail
  • 📅 20 სექტემბერი | ⌚ 23:00 | ⚽ რეალ სოსიედადი V მადრიდის რეალი
  • მადრიდის რეალი ახალ სეზონს ბასკეთში იწყებს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ესპანეთის ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონი ერთი კვირის წინ დაიწყო, მაგრამ მადრიდის რეალი სეზონის პირველ მატჩს სან სებასტიანის რეალ სოსიედადთან სტუმრად ახლა ჩაატარებს.

ბასკებისთვის სეზონი გასულ უიქენდზე დაიწყო და სოსიედადი ვალიადოლიდს გასვლით პაექრობაში დაუზავდა (1:1). სამეფო გუნდის საშინაო თამაში ხეტაფესთან კი წინასწარი შეთანხმებით გადაიდო. ამგვარად, ზინედინ ზიდანის რეალი, რომელიც მოქმედი ჩემპიონია, ახალ სეზონს იწყებს.

რეალისთვის ახალი სეზონი ძველი სურათით იწყება. ჯერჯერობით მადრიდელები სატრანსფერო ბაზარზე მათთვის უჩვეულოდ პასიურობენ და შემადგენლობა თითქმის არ განახლებულა. შედეგად, ზინედინ ზიდანი ისევ ძველი გვარდიის იმედად იქნება, რომელმაც შარშან ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ბარსელონაში შექმნილ სიტუაციას თუ გავივალისწინებთ, ალბათ ამ სეზონშიც მთავარი ფავორიტი იქნება.

უნდა ითქვას, რომ შარშანდელი სეზონი ორივე გუნდისთვის წარმატებული გამოდგა. ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში მანჩესტერ სიტისთან უშანსო მარცხის მიუხედავად, რეალმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა, ბარსელონას შიდა ასპარეზზე აჯობა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ურიგოდ არც სოსიედადი გამოიყურებოდა, რომელიც ერთი პერიოდი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრადაც იბრძოდა, მაგრამ საბოლოოდ, მე-6 ადგილზე გავიდა და ევროპალიგის ჯგუფში დაიბევა ადგილი. პარალელურად, სანსებასტიანელები სამეფო თასის ფინალშიც გავიდნენ, სადაც ბილბაოსთან დერბი ელოდა, მაგრამ კორონავირუსი პანდემიამ ყველაფერი შეცვალა და დღემდე ფინალის გამართვის ზუსტი თარიღი დადგენილი არაა.

სოსიედადმა ზაფხულში ერთი მნიშვნელოვანი და შეიძლება ვთქვათ, ხმაურიანი ტრანსფერიც გაჩარხა და ესპანური ფეხბურთის ლეგენდა, დავიდ სილვა დაიმატა. 34 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის გაფორმებისთანავე კორონავირუსი დაუდასტურდა, მაგრამ მას შემდეგ გამოჯანმრთელება და გუნდთან ერთად საწვრთნელი პროცესის დაწყებაც მოასწრო.

ქარიმ ბენზემაზე ამ სეზონშიც რეალის შეტევაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული

მადრიდის რეალში ისევ პრობლემები აქვს ედენ აზარს, რომელსაც გასული სეზონი ჩაუვარდა და არც ახალი იწყება მისთვის იდეალურად. ბელგიელი ტრავმირებულია და თამაშს ვერ მოახერხებს. გარდა ამისა, ესპანური მედია მისი წონის შესახებ ისევ წერდა - ედენი შვებულებიდან წონაში საკმაოდ მომატებული დაბრუნდა და სხვათა შორის, ანალოგიური პრობლემა მას შარშანაც ჰქონდა.

ვახსენოთ ისიც, რომ გარეთ ბეილის მადრიდული თავგადასავალი პრაქტიკულად დახურულია და უელსელის ლონდონის ტოტენჰემში დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილია.

საინტერესო ფაქტები

⚽ ყველა ტურნირში ამ გუნდების ბოლო 4 შეხვედრაში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ყველა ტურნირში ამ გუნდების ბოლო 4 თამაშში გოლს ორივე გუნდი იტანდა.

⚽ ლა ლიგაში მადრიდის რეალმა რეალ სოსიედადს წინა 11 შეხვედრიდან 9 მოუგო.

⚽ რეალ სოსიედადმა ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო სამი მატჩი ფრედ დაასრულა.

⚽ სოსიედადს ლა ლიგის ბოლო 6 საშინაო მატჩში მხოლოდ 1 მოგება აქვს (2 ფრე, 3 წაგება).

⚽ ლა ლიგაში რეალ სოსიედადის ბოლო სამ თამაშში 2.5-ზე ნაკლები გავიდა.

⚽ მადრიდის რეალს ესპანეთის ჩემპიონატში 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს

⚽ ზინედინ ზიდანის გუნდი ლა ლიგის ბოლო 4 მატჩში სულ ცოტა 2 გოლს იტანდა.

⚽ ესპანეთის ჩემპიონები ლა ლიგის ბოლო 4 თამაშში გოლს პირველ ტაიმში იტანდნენ. 

⚽ ლა ლიგაში მადრიდის რეალის ბოლო სამ თამაშში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

სოსიედადი (4-3-3): რემირო - გოროსაბელი, ელუსტონდო, ლორენტე, მონრეალი - ლოპესი, გევარა, მერინო - პორტუ, ისაკი, ოიარსაბალი.  

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - როდრიგო, ბენზემა, ვინისიუსი.

კომენტარები

ბოლო ამბები