Thumbnail

ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ორივე ქართულმა კლუბმა გაიმარჯვა, დინამო თბილისმა სტუმრად უელსური კონაჰი 1:0 დაამარცხა, ხოლო ლოკომოტივმა თბილისში მოსკოვის დინამოს 2:1 მოუგო. დინამო თბილისი და ლოკომოტივი ევროთასებზე ბრძოლას აგრძელებენ.

III საკვალიფიკაციო წრეში ორივე ქართული კლუბის მეტოქე ცნობილია. დინამო თბილისის ევროპალიგის ჯგუფური ეტაპისთვის ბრძოლას ისევ "ჩემპიონთა გზით" აგრძელებს. 24 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონი ფარერის კუნძულების ჩემპიონ კლაკსვიკარს შეხვდება, მატჩი ქართულ კლუბს სტუმრად აქვს. 

📋 მეტი ამ თემაზე:

გაცილებით რთული ამოცანის წინაშეა ლოკომოტივი, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ესპანეთის ლა ლიგის წარმომადგენელ გრანადას 24 სექტემბერს ეთამაშება. ლოკომოტივიც სტუმარია. კორონავირუსის პანდემიის გამო, მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიც ერთმატჩიანი დაპირისპირებებით შემოიფარგლება. 

ახლა რაც შეეხება ევროპალიგის პლეი ოფს (თუ ქართული კლუბები იქ გავლენ) - დინამო თბილისი კვლავ "ჩემპიონთა გზით" გააგრძელებს ბრძოლას, მაგრამ, ამჯერად, განუთესავი იქნება. განთესილთა შორის არიან დინამო ზაგრები, იანგ ბოისი, ცრვენა ზვეზდა, ყარაბაღი, დინამო ბრესტი. თუმცა, შესაძლოა, დინამო არც ერთ მათგანს არ შეხვდეს და განუთესავთან მოუწიოს დაპირისპირება. განუთესავთა სავარაუდო სიაშიც არიან ძლიერი კლუბები. მაგალითად, სელტიკი და ლეგია. 

ლოკომოტივი გრანადასაც რომ გაცდეს, მაინც განუთესავი იქნება (სხვათა შორის, მილანიც განუთესავი იქნება, რეინჯერსიც და რეიმსიც (თუ პლეი ოფში გავლენ). პლეი ოფის წილისყრა 18 სექტემბერს 15:00-ზე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები