Thumbnail

მოსკოვის დინამოს მწვრთნელი: ამაზე ლაპარაკი სისულელეა, ლოკოს სერიოზულად ვუყურებდი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მოსკოვის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა თბილისში, ლოკომოტივთან წაგების (1:2) შემდეგ თამაში შეაფასა. მისი განცხადებით, მეტოქის შეუაფასებლობას ადგილი არ ჰქონია, მარცხი კი დაცვაში დაშვებულმა შეცდომებმა და გამოუყენებელმა საგოლე მომენტებმა განაპირობა.

კირილ ნოვიკოვი (მოსკოვის დინამოს მთავარი მწვრთნელი)
"თამაშმა ჩვენი უპირტესობით ჩაიარა. თბილისის ლოკომოტივი დაცვაში კომპაქტურად იდგა და შეტევაში სწრაფად გადმოდიოდა. მათ ამ მატჩიდან მაქსიმუმი გამოწურეს. საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. გარდა ამისა, დაცვაში საშინლად ვითამაშეთ და ამიტომ წავაგეთ.

მეტოქის დაუფასებლობაზე ლაპარაკი სისულელეა - რა თქმა უნდა, ამას ადგილი არ ჰქონია, ლოკომოტივს სერიოზულად ვუყურებდი. ეს კარგი გუნდია, რომელიც, როგორც ადრე ვთქვი, დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადადის.

აქ გამარჯვებისთვის ვიყავით. რა არ გამოგვივიდა? საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ, პლუს დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით. სადღაც მეტოქემ გვაიძულა ამის გაკეთება, სადღაც თვითონ ვცდებოდით. გასახდელში რა ვთქვი? რაც იქ ითქმება, იქვე რჩება".

მატჩის მიმოხილვა

შეგახსენებთ, რომ თბილისის ლოკომოტივმა ევროპალიგაზე კრაიოვა და მოსკოვის დინამო ერთნაირი ანგარიშით, 2:1 დაამარცხა, ხოლო მესამე ეტაპზე ესპანურ გრანადას 24 სექტემბერს, დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები