Thumbnail
  • მომავალ ხუთშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრაა
  • უეფა ამ დღეს წინა სეზონის საუკეთესოებს გამოავლენს

უეფამ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების სია, რომლებსაც Champions League Awards-ზე ჯილდოების მიღება შეუძლიათ. დაჯილდოება ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის 2020/2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს შედგება. დასახელდებიან წინა სეზონის საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი. 

გამარჯვებულებს ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის ჯგუფური ეტაპის გუნდების მწვრთნელები და უეფას 55 წევრი ქვეყნის 55 ჟურნალისტი გამოავლენენ. აღსანიშნავია, რომ მწვრთნელებს თავიანთი შეგირდების დასახელება არ შეუძლიათ.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ბაიერნიდან 7 ფეხბურთელია წარდგენილი: რობერტ ლევანდოვსკი, მანუელ ნოიერი, დავიდ ალაბა, ალფონსო დევისი, იოზუა კიმიხი, ტიაგო ალკანტარა და თომას მიულერი. საინტერესოა, რომ წარდგენილთა შორის სამივე მცველი ბაიერნიდანაა.

უეფას ნომინანტები

მეკარეები: კეილორ ნავასი (პსჟ), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), იან ობლაკი (ატლეტიკო)

მცველები: დავიდ ალაბა, ალფონსო დევისი, იოზუა კიმიხი (სამივე ბაიერნი)

ნახევარმცველები: ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), თომას მიულერი (ბაიერნი)

თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კილიან მბაპე (პსჟ), ნეიმარი (პსჟ)

კომენტარები

ბოლო ამბები