Thumbnail

ლობჯანიძის მე-5 გოლი სეზონში - ქართველმა ფორვარდმა ევროპალიგაზეც გაიტანა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ელგუჯა ლობჯანიძემ კვიპროსელები უკვე მე-6 წუთზე დაამწუხრა 
  • ქართველი ფეხბურთელის კაისარი აპოელთან 1:4 დამარცხდა

ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ელგუჯა ლობჯანიძემ გოლის გატანა მოახერხა. ქართველი თავდამსხმელის ყაზახური კაისარი შინ ნიქოზიის აპოელს დაუპირისპირდა და 1:4 წააგო, შედეგად, ასპარეზობას გამოეთიშა.

ლობჯანიძემ მე-6 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში გახსნა. ქართველმა ფეხბურთელმა მეკარის ცუდი თამაშით ისარგებლა, რომელმაც ბურთი უხეიროდ მოიგერია.

ამის მიუხედავად, კაისარმა აპოელს განსაკუთრებული წინააღმდეგობა ვერ გაუწია და უკვე 48-ე წუთისთვის 1:3 მარცხდებოდა. 28 წლის ქართველმა ფორვარდმა აღნიშნულ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა.

უნდა ითქვას, რომ ლობჯანიძე კარგ ფორმაშია და ყაზახეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.

📺 ვიდეო: ელგუჯა ლობჯანიძის გოლი აპოელთან

კომენტარები

ბოლო ამბები