Thumbnail
  • გიორგი ყრუაშვილი მურა-ორჰუსის შეხვედრას მოემსახურება
  • მან 10 დღის წინ ყაზახეთი-ბელარუსის შეხვედრა განსაჯა

ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენიური მურასა და დანიური ორჰუსის შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, ხოლო მას დავით ჩიგოგიძე და გიორგი ელიკაშვილი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციას დავით ხარიტონაშვილი შეასრულებს.

ყრუაშვილი ევროპალიგის მატჩებს გასულ სეზონშიც მსაჯობდა, 10 დღის წინ კი უეფას ერთა ლიგაზე ყაზახეთისა და ბელარუსის ნაკრებთა თამაში განსაჯა. მურა - ორჰუსის შეხვედრა დღეს თბილისის დროით 22:15 საათზე დაიწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები