Thumbnail
  • ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
  • საქართველოს ნაკრები ორი ადგილით დაწინაურდა

ფიფამ თავისი წევრი ქვეყნების რეიტინგი განაახლა, რომლის მიხედვით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პროგრესი განიცადა და ორი საფეხურით წინ წაიწია.

ვლადიმირ ვაისის გუნდს 1274 ქულა აქვს და ამ დროისთვის 89-ე ადგილზეა. სექტემბერში საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი ჩაატარა: ტალინში, ნიკა კაჭარავას გოლით ესტონეთი დაამარცხა, თბილისში კი ჩრდილოეთ მაკედონიას დაუზავდა (1:1).

...87. ბელარუსი - 1282 ქულა

88. ზამბია - 1279

89. საქართველო - 1274

90-91. კონგო - 1269

90-91. ლიბანი - 1269

92. მადაგასკარი - 1267

93. ისრაელი - 1265...

ევრო 2020-ის პლეი ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსი, როგორც უკვე ნახეთ, 87-ე ადგილზეა. რაც შეეხება პოტენციურ მეტოქეებს: კოსოვოს ნაკრები 1167 ქულით 116-ეა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია კი 66-ე პოზიციაზე იმყოფება (1351 ქულა).

2020/21 წლების სეზონის ერთა ლიგაზე ნაკრების მოწინააღმდეგები ესტონეთი და სომხეთი, შესაბამისად, 108-ე და 101-ე ადგილებზე არიან.

რეიტინგს ისევ ბელგიის ნაკრები ლიდერობს. ზოგადად, მოწინავე ოთხეულში ცვლილება არ მომხდარა, ხოლო ათეული ასე გამოიყურება:

1. ბელგია - 1773 ქულა

2. საფრანგეთი - 1744

3. ბრაზილია - 1712

4. ინგლისი - 1664

5. პორტუგალია - 1653

6. ურუგვაი - 1645

7. ესპანეთი - 1642

8. ხორვატია - 1628

9. არგენტინა - 1623

10. კოლუმბია - 1622

 

კომენტარები

ბოლო ამბები