Thumbnail
  • ბოსტონ სელტიკსი 114:117 OT (0-1) მაიამი ჰიტი
  • ბემ ადებაიაოს დაფარებამ NBA-ს ლეგენდა მეჯიკ ჯონსონიც გააოცა
  • ჯეოსონ ტეიტუმის ორმაგი დუბლი სელტიკსს მოსაგებად არ ეყო 

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში ფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც მაიამი ჰიტმა ბოსტონ სელტიკსი ოვერტაიმში დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა. 

გამოკითხვა

ვინ გავა NBA-ს ფინალში?

  • ბოსტონ სელტიკსი
  • მაიამი ჰიტი

შეხვედრა ბოსტონის უპირატესობით წარიმართა. ბოლო მეოთხედის წინ სელტიკსი 12 ქულას იგებდა (83:71), მაგრამ ჰიტმა ამ ჩამორჩენის გაბათილება ბოლო წამებზე მაინც მოახერხა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.

ჰიტში ყველაზე მეტი ქულა სლოვენიელმა მიითვალა

ოვერტაიმში საკვანძო მომენტი მაიამი ჰიტის ცენტრის ბემ ადებაიაოს დაფარება იყო. სირენამდე 7 წამით ადრე, მაიამი ორი ქულით იგებდა (116:114), ბურთს კი ბოსტონი ფლობდა. ადებაიაომ ჯეოსონ ტეიტუმს ეფექტურად დაუფარა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

"ბემ ადებაიაოს ბლოკშოტი ჯეისონ ტეიტუმზე - პლეი ოფის ისტორიაში საუკეთესო დაცვითი მოქმედებაა, რომელიც ოდესმე მინახავს", - დაწერა NBA-ს ლეგენდა მეჯიკ ჯონსონმა ტვიტერზე. 

მაიამი პირველი გუნდი გახდა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ერთი სეზონის პლეი ოფის რამდენიმე ისეთ მატჩში შეძლო გამარჯვება, რომელთა მეოთხე მეოთხედების წინ მინიმუმ 10-ქულიანი ჩამორჩენა ჰქონდა.   

ნომინალური სტუმრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი გორან დრაგიჩი იყო, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო. გუნდს 22 ქულით ჯეი კრაუდერი დაეხმარა, ედრის ადებაიაოს კი ორმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა - 18 ქულა, 9 პასი, 6 მოხსნა. 

ტეიტუმი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო

ბოსტონს ჯეისონ ტეიტიუმის ორმაგმა დუბლმაც ვერ უშველა, რომელმაც თამაში 30 ქულით, 14 მოხსნითა და 5 პასით დაასრულა. 22 წლის მსუბუქი ფორვარდი NBA-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც კონფერენციის ფინალური სერიის მატჩში, სულ ცოტა, 30 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 

სელტიკსში 23 ქულა იყო მარკუს სმარტის ანგარიშზე.  

📺 სელტიკსი V ჰიტი

ბოსტონ სელტიკსისა და მაიამი ჰიტის სერიის მეორე დაპირისპირება თბილისის დროით, 18 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები