Thumbnail

ვეტერანი დაბრუნდა - 36 წლის ივანოვიჩი პრემიერლიგაში ითამაშებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ივანოვიჩს 1-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს
  • გამოცდილი სერბი ვესტ ბრომვიჩს გააძლიერებს

ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში წელს დაბრუნებულმა ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა, დღეს გამოცდილი სერბი - ბრანისლავ ივანოვიჩი დაიმატა.

36 წლის სერბს ინგლისთან ჩელსიში გატარებული 9 სეზონი აკავშირებს, სადაც პრემიერლიგის მოგება 3-ჯერ, 3 სხვადასხვა მწვრთნელის ხელში შეძლო.

"ეს ძალიან კარგი დანამატია ჩვენთვის, ივანოვიჩის მოსვლით ბევრი პრობლემა მოგვარდა" - ამბობს ვესტ ბრომის მწვრთნელი სლავენ ბილიჩი.

ივანოვიჩმა პრემიერლიგის მოგება 3-ჯერ, 3 სხვადასხვა მწვრთნელის ხელში შეძლო

"მას ყველაფერი აქვს კარიერაში მოგებული - ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, პრემიერლიგა... ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება, როგორც მოედანზე, ასევე მოედნის გარეთ."

"მიხარია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში დავბრუნდი" - ამბობს ივანოვიჩი. "თუმცა 36 წლის ასაკში ეს მაინც გამოწვევაა, რომელსაც იმედი მაქვს რომ გავუმკლავდები."

ბრანისლავ ივანოვიჩს გარი ნევილის შემდეგ ხშირად ასახელებენ პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო მარჯვენა მცველად, თუმცა ინგლისელი კოლეგისგან განსხვავებით ბელგრადელს დაცვის ცენტრშიც არაერთხელ უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები