Thumbnail

კაპიტანი რჩება - ობამეიანგმა არსენალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ობამეიანგი არსენალში 2023-მდე დარჩება
  • გაბონელს იმედი აქვს, რომ გუნდთან ერთად ტიტულებს მოიგებს

არსენალის კაპიტანი - პიერ-ემერიკ ობამეიანგი კლუბში რჩება. გაბონელმა ფორვარდმა ლონდონელებთან ახალ 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

31 წლის შემტევი, არსენალს 2018 წელს დორტმუნდის ბორუსიადან შეუერთდა "ვიცოდი, რომ მაინც მოვაწერდი ახალ კონტრაქტს ხელს, უბრალოდ ამისთვის დრო მჭირდებოდა." - ამბობს ობამეიანგი.

"მჯერა, რომ გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწევ და ტიტულების მოგებას შევძლებთ." - მისი კონტრაქტი 2021 წლის მაისში იწურებოდა და იანვრიდან მოყოლებული გუნდის კაპიტანი მოლაპარაკებებს სხვადასხვა გუნდებთან აწარმოებდა, მათ შორის ბარსელონასთან.

"ის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ჩვენი პროექტისთვის. მისი რეკორდი და სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს." - ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა. ობამეიანგმა არსენალში მისვლის დღიდან, წითელი ფორმით 111 მატჩი ჩაატარა, სადაც 72 გოლის გატანა შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები