Thumbnail
  • იუვენტუსი ახალი სეზონის სტარტისთვის ემზადება
  • ანდრეა პირლოს ჯერ კიდევ არ ჰყავს ახალი ცენტრფორვარდი

ბოლო დროს ტურინის იუვენტუსში გადასვლას სულ რამდენიმე ცენტრფორვარდს უწინასწარმეტყველებდნენ - ლუის სუარესს, რომელიც ბარსელონაში აღარ სურთ, ედინ ჯეკოს (რომა) და მოიზე კინსაც (ევერტონი). მანამდე იყო საუბრები არკადიუშ მილიკზე, რომელიც ნაპოლის საჯარიმოს ფორვარდია.

“სატრანსფერო ბაზარი კიდევ გარკვეული დრო იქნება გახსნილი, მაგრამ მე ცენტრფორვარდი სასწრაფოდ მჭირდება, რაც შეიძლება მალე!” - უთხრა იუვეს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ Sky Sport Italia-ს. გონსალო იგუაინის წასვლის შემდეგ პირლოს გუნდში კლასიკური ცენტრფორვარდი აღარ ჰყავს. ამ პოზიციაზე თამაში კრიშტიანო რონალდოსაც შეუძლია და პაულო დიბალასაც (ცრუ ცხრიანი), მაგრამ მათ ე.წ. ცხრიანის პოზიციაზე არც პირლო განიხილავს და არც თვითონ პორტუგალიელი და არგენტინელი მოიაზრებენ საკუთარ თავს ამ როლში.

იუვენტუსს გონსალო იგუაინის შემცვლელი სჭირდება

თავად პირლომ დაადასტურა, რომ რამდენიმე ტაქტიკური ვარიანტის მოსინჯვა სურს. მაგალითად, ნოვარასთან 5:0-ზე მოგებულ მატჩში მან გუნდი 3-მცველიანი ტაქტიკითაც ათამაშა და 4-მცველიანი სქემითაც. ფორვარდებად რონალდო და ნიჭიერი დეიან კულუსევსკი გამოიყენა. 

ლუის სუარესის ტრანსფერი გაიწელა. მართალია, ბარსელონას ახალ მწვრთნელ რონალდ კუმანის ურუგვაელი აღარ აინტერესებს, მაგრამ მას კატალონიურ გრანდთან კონტრაქტის გამო აქვს კონფლიქტი - ხელშეკრულების გაწყვეტას და ხელფასს ითხოვს. ამასთან, სუარესს იტალიის მოქალაქეობა სჭირდება და რაკი სიმამრი ჰყავს წარმოშობით იტალიელი, ენის გამოცდა უნდა ჩააბაროს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 33 წლის სუარესმა იტალიურის სწავლა დაიწყო.

იუვენტუსს სერია A-ს პირველი ტურის მატჩი 20 სექტემბერს, გენუის სამპდორიასთან აქვს.

გამოკითხვა

ვინ გავა მომდევნო ეტაპზე?

  • კონაჰი
  • დინამო თბილისი

 

კომენტარები

ბოლო ამბები