Thumbnail

PREVIEW | ლიდსი ენფილდზე იწყებს - ბიელსას პირველი ტესტი დიდი ბიჭების წინააღმდეგ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 🗓 12 სექტემბერი | ⌚ 20:30 | ⚽ ლივერპული V ლიდს იუნაიტედი
  • 16 წლის შემდეგ ლიდსი პრემიერლიგას უბრუნდება

პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი - იურგენ კლოპის ლივერპული ენფილდზე ლიდს იუნაიტედს უმასპინძლებს. გუნდს, რომლის პრემიერლიგაში დაბრუნებას ყველა ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივარი ელის.

ეს ლიდსი რიგითი კონფიგურაციის ჩემპიონშიფიდან ამოსული გუნდი არაა, ეს ლიდსი ლივერპულივით თავისის დივიზიონის ჩემპიონია და მას მსოფლიო ფეხბურთის კოლორიტული ფიგურა, არგენტინელი მარსელო ბიელსა წვრთნის.

კლოპის და ბიელსას ტაქტიკური ბრძოლა საინტერესო სანახავი იქნება. ლიდსის მთავარი შენაძენი წელს ვალენსიას ფორვარდი - როდრიგოა. მაგრამ ამბობენ, რომ თუ ბიელსა ფეხბურთელს კარგად არ იცნობს, მას შემადგენლობაში არ აყენებს, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ახალწვეულები სეზონის პირველ მატჩს სასტარტოში არ დაიწყებენ.

ასევე საინტერესოა როგორ მოერგება ლიდსის კევინ ფილიპსი პრემიერლიგას, რომელიც სანაკრებო შესვენებაზე საუთგეიტმა ეროვნულ გუნდში გამოიძახა და რომელსაც ზედმეტსახელად ‘იორკშირელ პირლოს ეძახიან, ლეგენდარულ იტალიელთან მსგავსების გამო, რაც ძირითადად კარგი პასის კულტურაში გამოიხატება.

ლივერპული წელს კოსმეტიკურად გაძლიერდა. გუნდის მთავარი შენაძენი წელს ბერძენი მარცხენა მცველი - კოსტას ციმიკასია, რომელმაც ენდი რობერტსონი უნდა დააზღვიოს. საუბარია ასევე ტიაგო ალკანტარაზეც, თუმცა კონკრეტულად ჯერ არაფერი ვიცით. ასევე, კლოპი დილემის წინაშეა, შემადგენლობაში ადგილი ან ახალგაზრდა რაიან ბრიუსტერს უნდა დაუთმოს, ან გუნდიდან დიდ მატჩებში გამოცდილი კაცი - დივოკ ორიგი უნდა გაუშვას.

მარსელო ბიელსას სკამი, რომელსაც საკუთარი ტვიტერი აქვს

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპულის ახალწვეულს - კოსტას ციმიკასს სანაკრებო მატჩების დროს კორონავიურის დაუდგინდა და ლიდსთან განაცხადში ვერ მოხვდება.

⚽ ასევე დიდი შანსია იორკშირელებთან მატჩი წითლების კაპიტანმა - ჯორდან ჰენდერსონმაც გამოტოვოს. ბიელსას გუნდს კი გაეტანო ბერარდი დააკლდება.

⚽ კლოპის პერიოდში ლივერპულმა 4 გახსნის შეხვედრა ითამაშა - 3 მოიგეს, 1 ფრედ ითამაშეს.

⚽ ენფილდზე ლივერპულს უკვე 59 მატჩი არ წაუგია (48 მოგება, 11 ფრე). წითლებს ზედიზედ 17 მატჩიანი გამარჯვების მაჩვენებელი აქვთ დაწინაურებული გუნდების წინააღმდეგ.

⚽ ლიდსის საუკეთესო ბომბარდირმა - პატრიკ ბამფორდმა შარშან გატანილი 18 გოლიდან 40% გასვლაზე გაიტანა.

⚽ ლიდსი ისტორიულად პრემიერლიგის გახსნითი მატჩების სპეციალისტია, ბოლო 12 მატჩი არ წაუგიათ, როდესაც პრემიერლიგაში იყვნენ - 5 მოგება, 7 ფრე.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივეპრული (4-3-3): ალისონი - ვილიამსი, ვან დაიკი, გომესი, რობერტსონი - მილნერი, ფაბინიო, ვაინალდუმი - სალაჰი, ფირმინო, მანე.

ლიდს იუნაიტედი (4-5-1): მესლიერი - ეილინგი, კოხი, კუპერი, დალასი - ჰარისონი, ერნანდესი, ფილიპსი, კლიხი, კოსტა - მორენო.

კომენტარები

ბოლო ამბები