Thumbnail

ხარაიშვილს ახალი მწვრთნელი ჰყავს - ის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი ხარაიშვილის გიოტებორგი როლანდ ნილსონმა ჩაიბარა
  • 56 წლის შვედს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოგებული

გიორგი ხარაიშვილის გიოტებორგს ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს, გამოცდილი შვედი სპეციალისტი როლანდ ნილსონი. როგორც შვედური კლუბი იტყობინება, ნილსონმა 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

56 წლის სპეციალისტი ბოლოს შვედეთის 21-წლამდე ნაკრებში მუშაობდა და სამი დღის იტალიელი თანატონელი 3:0 დაამარცხეს, მაგრამ ამ თამაშის მერე მან პოსტი დატოვა, შვედეთის საფეხბურთო ასოციაციისგან თავისი მოთხოვნით გათავისუფლდა და გიოტებორგი ჩაიბარა.

ნილსონს ქოვენთრი სიტი, გაისი, მალმიო და კოპენჰაგენი გაუწვრთნია, 2010 წელს მალმიო შვედეთის ჩემპიონი გახადა. მას არანაკლებ წარმატებული საფეხბურთოკარიერა ჰქონდა და 1983-1989 წლებში გიოტებორგში 272 თამაში ჩაატარა. შვედეთის ნაკრების წევრი კი 1986-2000 წლებში იყო (116 მატჩი, 1 გოლი) და 1994 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გიორგი ხარაიშვილმა გიოტებორგში შვედეთის თასი მოიგო

გიოტებორგი მიმდინარე სეზონში ძალიან წარუმატებლად თამაშობს და 19 ტურში მოპოვებული 17 ქულით მე-13 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ხარაიშვილს გუნდს შვედეთის ოლსვენსკანში 14-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და მთავარი მწვრთნელი სწორედ ამიტომ შეიცვალა. ვთქვათ ისიც, რომ ამავდროულად 30 ივლისს, გიოტებორგმა შვედეთის თასი მოიგო.

რაც შეეხება გიორგი ხარაიშვილს, მას ტრავმა ჰქონდა და სეზონის გარკვეული პერიოდი გამოტოვა (9 მატჩი და 2 გოლი ოლსვენსკანში), თუმცა გუშინ ჰამარბისთან წაგებულ მატჩში (0:4) მოედანზე დაბრუნდა და 20 წუთი ითამაშა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები