Thumbnail
  • ლიონელ მესიმ წითელი ბარათი ჩილესთან მიიღო
  • კონმებოლმა არგენტინელს დისკვალიფიკაცია მოუხსნა 

ლიონელ მესის არგენტინამ გასულ ზაფხულს კოპა ამერიკის მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ჩილეს 2:1 მოუგო. შეხვედრა საინტერესო სხვა რამის გამო იყო. გარი მედელთან ინციდენტის გამო მესიმ წითელი ბარათი მიიღო და 1 500 დოლარით დააჯარიმეს.

შეხვედრის შემდეგ არგენტინელმა ათიანმა კონმებოლი გააკრიტიკა და ორგანიზაციას კორუპციაში დასდო ბრალი. წითელი ბარათის მიღების გამო ლეო მესის ეროვნულ ნაკრებში ერთი თამაში უნდა გამოეტოვებინა.

თუმცა სიტუაციას არ შეეგუა არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია და მათ ლეოს წითელი ბარათი გაასაჩივრეს. კონმებოლმა საჩივარი დააკმაყოფილა და 33 წლის ფეხბურთელს წითელი ბარათი და შესაბამისად, დისკვალიფიკაცია გაუუქმა.

არგენტინის ნაკრები უახლოეს შეხვედრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართავს. "ალბისელესტე" 8 ოქტომბერს ეკვადორს შეხვდება, 13 ოქტომბერს კი ბოლივიას დაუპირისპირებიან. მესის აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობის უფლება ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები