Thumbnail

'საერთოდ არ მაინტერესებს' - ხაბიბს მაკგრეგორთან შესაძლო რემატჩზე ჰკითხეს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ხაბიბმა გეიჯი შეაქო, მაგრამ კონორს ისევ არ აფასებს
  • დაღესტნელი მებრძოლი ამბობს, რომ მაკგრეგორი მისთვის საინტერესო არ არის

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა - ხაბიბ ნურმაგომედოვმა პრესკონფერენციაზე კონორ მაკგრეგორთან შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რემატჩი 'არ აინტერესებს'.

"არ ვიცი მომავალში რა იქნება..." - ამბობს ხაბიბი. "მაგრამ ახლა მყავს ძლიერი, დაფასებული და აქტიური მეტოქე. კონორთან ჩხუბი საერთოდ არ მაინტერესებს."

"ყველაფერი რაც 2018 წლის 6 ოქტომბერს ოქტაგონზე მოხდა - იყო რეალობა. დანარჩენი რაც მედიაში იწერება მე არ მაინტერესებს." - 2 წლის წინ ხაბიბმა კონორი ტიტულისთვის ბრძოლაში კისრის მოგუდვით დაამარცხა.

"მას უბრალოდ არ შეუძლია გალიაში წინააღმდეგობა გამიწიოს." - განაცხადა ხაბიბმა, რომელსაც 24 სექტემბერს კარიერაში ჯასტინ გეიჯის სახით ერთ-ერთი ყველაზე რთული ტესტი ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები