Thumbnail
  • ლუქსემბურგი 5:0 საქართველო.
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე ნაკრებს შანსი არ ჰქონდა.
  • გაისად ნაკრები ყველაზე დაბალ, ევრო-აფრიკულ მესამე ზონაში ითამაშებს. 

მას მერე, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა გადაწყვიტა ნაკრებს ლუქსემბურგთან მატჩში არ დახმარებოდა, ლიდერის გარეშე დარჩენილი საქართველოს ნაკრები დევისის თასის მატჩში განწირული ჩანდა, რადგან მასპინძლების ვარსკვლავი ჟილ მიულერი (29) თამაშობდა.

ასეც მოხდა - საქართველოს ნაკრებმა მშრალად წააგო 0:5 და ევროპა-აფრიკის III ზონაში ანუ დევისის თასის ყველაზე დაბალ საფეხურზე გავარდა. 

პირველ მატჩში ჟილ მიულერმა ზურა ტყემალაძე დაამარცხა - 6:3, 6:2. 

შემდეგ ნაკრების პირველმა ნომერმა ბასილაშვილის არყოფნაში, გიორგი ცივაძემ იბრძოლა უგო ნასტასის წინააღმდეგ, მაგრამ სამ სეტში დათმო - 6:3, 5:7, 4:6. 

გადამწყვეტი წყვილების დაპირისპირება იყო, რომელშიც მიულერმა და ნასტასიმ იოლად აჯობეს ცივაძისა და ალექსანდრე მეტრეველის დუეტს - 6:3, 6:1.

დანარჩენ ორ მატჩს აზრი დაეკარგა, თუმცა ისინი მაინც გაიმართა. უბრალოდ, ჟილ მიულერს აღარ უთამაშია. ალექს კნაფმა ვაჟა შუბლაძეს მოუგო - 6:1, 6:2, ხოლო კრისტოფ ტოლმა - ტყემალაძეს - 6:4, 6:4.

კომენტარები

ბოლო ამბები