Thumbnail
  • ბრეშას 20 წლის ნახევარმცველი მილანის ღირსებას იჯარით დაიცავს
  • იტალიელი ტალანტი როსონერიში 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

ბრეშას 20 წლის ნახევარმცველი სანდრო ტონალი, რომელსაც იტალიაში "ახალ პირლოს" უწოდებენ, იჯარის წესით მილანის ღირსებას დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ "როსონერის" პრესსამსახური ავრცელებს, რომლის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი კლუბის ღირსებას 8-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

მანამდე მილანმა და ბრეშამ ფეხბურთელის ერთწლიან იჯარაზე მოილაპარაკეს, თავად სანდრო კი მილანში ჩავიდა და ახალ კლუბთან საჭირო დოკუმენტებს ხელი მოაწერა.

მილანს იჯარა 10 მილიონი ევრო დაუჯდება, მომავალ ზაფხულს კი მისი ტრანსფერის გამოსყიდვა, სურვილის შემთხვევაში,15 მილიონად შეეძლება. თუკი შემდგომში მილანი ნახევარმცველს სხვა კლუბში გაასხვისებს, ბრეშას სატრანსფერო თანხის 10% შეხვდება.

პაოლო მალდინი (მილანის ტექნიკური დირექტორი): "სიხარულით მივესალმებით სანდროს მოსვლას "როსონერის" ოჯახში. ის, როგორც ახალგაზრდა ნიჭიერი ნახევარმცველი, არამხოლოდ გაიზიარებს მილანის ფასეულობებს, მნიშვნელოვან წვლილსაც შეიტანს კლუბის მომავალ წარმატებებში".

სანდრო ტონალის ტალანტზე იტალიაში დიდი ხანია საუბრობენ

2019/20 წლების სეზონში სანდრო ტონალიმ საკლუბო დონეზე 36 მატჩში ითამაშა, გაიტანა ერთი გოლი და მიითვალა 7 საგოლე პასი. ნახევარმცველს იტალიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 18 წლის ასაკში ჰქონდა და მისი მაისურით 3 მატჩი აქვს ჩატარებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები