Thumbnail

გერმანიის და საფრანგეთის შემდეგ 5 ცვლილება ესპანეთშიც რჩება!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ესპანეთმა გერმანიას მიბაძა და ცვლილებების რაოდენობას ინარჩუნებს
  • ლა ლიგის ახალი სეზონი პარასკევს იწყება

ესპანეთის ჩემპიონატში გუნდებს მატჩებში ახალ სეზონშიც 5 ცვლილების უფლება ექნებათ. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ (RFEF) ეს გადაწყვეტილება ლიგის ორგანიზაცია LFP-თან ერთად მიიღო და სამშაბათს ოფიციალურად დაამტკიცა. 

კორონავირუსის პანდემიის გამო საფეხბურთო კალენდარი გადატვირთული რჩება და სწორედ ამითაა გამოწვეული ის, რომ თითოეულ მატჩში გუნდებს კვლავ 5-5 ცვლილების უფლება ექნებათ.

ესპანეთამდე 5-5 ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს გერმანიაში და საფრანგეთშიც. ესპანეთის ჩემპიონატი 11 სექტემბერს, გრანადას და ბილბაოს ატლეტიკის მატჩით იწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები