Thumbnail
  • საქართველო 1:1 ჩრდილოეთ მაკედონია
  • მომდევნო მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია - ბელარუსთან ევრო 2020-ის პლეი ოფში

ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის, C დივიზიონის მე-2 ჯგუფის II ტურის მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეტი ამ თემაზე:

ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში ესტონეთთან მატჩისგან განსხვავებით, 3 ცვლილება განახორციელა: დაცვაში ნიკა მალი, ნახევარდაცვაში ზურიკო დავითაშვილი და ცენტრფორვარდად გიორგი ქვილითაია გაამწესა, სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ ჯაბა ჯიღაური, გიორგი ჩაკვეტაძე და ესტონეთთან მატჩის გმირი ნიკა კაჭარავა.

📺 პენალტის ეპიზოდი და ოქრიაშვილის გოლი

მასპინძლებმა სწრაფი გოლის გატანა შეძლეს - ხვიჩა კვარაცხელია ლიდს იუნაიტედის მცველმა ალიოსკიმ აკრძალული ხერხით გააჩერა საჯარიმოში, პენალტი თორნიკე ოქრიაშვილმა გამოიყენა.  

📺  სტეფან რისტოვსკის გოლი

33-ე წუთზე გორან პანდევის პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა სტეფან რისტოვსკიმ ანგარიში გაათანაბრა. ტაიმიც ასე დასრულდა - 1:1.

65-ე წუთზე ჯაბა კანკავასთან უხეშობისთვის მსაჯმა მუსლიუ მოედნიდან გააძევა, საქართველოს ნაკრებმა რიცხობრივი უპირატესობა მიიღო. ამის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა აშკარა გახდა. მიუხედავად ამისა, საგოლე მომენტამდე საქმე ბოლო მომენტამდე არ მისულა, როცა ლევან შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული მაკედონიელთა მეკარემ მოიგერია და სტუმართა გუნდი მარცხისგან იხსნა.

ერთა ლიგის მომავალ ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთს 11 ოქტომბერს ესტუმრება. მანამდე კი ვლადიმირ ვაისის გუნდი ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ბელარუსს უმასპინძლებს (8 ოქტომბერი).

დავითაშვილს პირველ ტაიმში კარგი მომენტი ჰქონდა

საინტერესო ფაქტები

📌 საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შინ 10-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა.

📌 ნიკა მალისთვის ეს სადებიუტო მატჩი იყო ეროვნული გუნდის შემადგენლობაში

📌 თორნიკე ოქრიაშვილმა ნაკრებში გოლი ზუსტად ორწლიანი პაუზის მერე გაიტანა (ბოლო გოლი 9 სექტემბერი, 2018 წ. ლატვიის ნაკრების კარში). ეს თორნიკეს მე-10 გოლია ეროვნულ გუნდში. 

📌 საქართველოს ნაკრებმა 2019 წლის მარტის შემდეგ პირველი გოლი გაუშვა შინ (მაშინ შვეიცარიასთან).

📌 საქართველოს ნაკრების მონაწილეობით 2018 წლის ოქტომბრის მერე პირველად გააძევეს ფეხბურთელი.

📌 საქართველოს ნაკრებმა შინ ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა.

📺 საქართველო V ჩრდილოეთ მაკედონია [ჰაილაითები]

საქართველო 1:1 ჩრდილოეთ მაკედონია

გოლები: 1:0 ოქრიაშვილი 13' (პენალტი), 1:1 რისტოვსკი 33'

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (75. შენგელია) - კანკავა, კვეკვესკირი (85. კაჭარავა) - კვარაცხელია, ოქრიაშვილი, დავითაშვილი - ქვილითაია (62. ჩაკვეტაძე)

ჩრდ. მაკედონია (4-2-3-1): შიშკოვსკი - რისტოვსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი - სპიროვსკი, ადემი (59. ნიკოლოვი) - ტრაიკოვსკი (59. ნესტეროვსკი), ბარდი, ელმასი - პანდევი (78. ბეიტულაი)

სომხეთი 2:0 ესტონეთი

გოლები: 1:0 კარაპეტიანი 43', 2:0 ანგულო 65'

კომენტარები

ბოლო ამბები