Thumbnail

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ საქართველოს ნაკრებთან (1:1) შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იგი შედეგით კმაყოფილია შედეგით და ამის მიზეზად თამაშის სცენარი დაასახელა.

იგორ ანგელოვსკი (ჩრდ. მაკედონიის მთავარი მწვრთნელი): "ჩვენმა გუნდმა დღეს ერთი ქულა მოიპოვა, ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, რადგან ძალიან რთული თამაში იყო კარგი გუნდის წინააღმდეგ. როგორც საქართველო, ჩვენც ვემზადებით ევრო 2020-ის პლეი ოფისთვის და გვინდა, რომ ფინალში გავიდეთ.

სომხეთთან პირველი თამაშის შემდეგ, საქართველოში წამოსვლამდე, სულ 3-4 ვარჯიში გვქონდა და ამიტომ, დღეს საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ ვეცდებით, რომ ჩვენი საუკეთესო მხარეები კოსოვოსთან შეხვედრაში წარმოვაჩინოთ.

როგორც თამაშის წინ ვთქვი, საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ საკუთარი ძალების გვჯერა. უკეთ შეგვიძლია თამაში. რაც შეეხება, არის თუ არა, საქართველო ჯგუფში საუკეთესო გუნდი, ალბათ, ამ კითხვაზე ვლადიმირ ვაისმა უნდა გიპასუხოთ.

თამაშიდან გამომდინარე კმაყოფილი ვარ მოპოვებული ქულით, რადგან ბოლო ნახევარი საათი კაცნაკლულები ვიყავით. თავიდან გვინდოდა 3 ქულის მოპოვება, მაგრამ იმის მიხედვით, როგორც თამაში წარიმართა, კმაყოფილი ვარ და ვეცდებით, მომდევნო მატჩებში უკეთესი თამაში ვაჩვენოთ".

📺 საქართველო V ჩრდილოეთ მაკედონია [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში საქართველოს ჩრდილოეთ მაკედონიის მსგავსად 4 ქულა აქვს და პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. ამ ჯგუფის ეგიდით ვლადიმირ ვაისი გუნდი მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს, სტუმრად სომხეთთან გამართავს, ხოლო მანამდე, 8 ოქტომბერს, თბილისში, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში ბელარუსს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები