Thumbnail
  • ყაზახეთი 1:2 ბელარუსი
  • საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ ყაზახეთში იმარჯვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალმა მეტოქემ ბელარუსის ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონში პირველი თამაში მოიგო. მიხაელ მარხელის გუნდი ალმატიში ყაზახეთის ნაკრებს ესტუმრა და 2:1 იმარჯვა.

სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. თავი მაქსიმ ბორდაჩევმა გამოიჩინა, რასაც ყაზახებმა აბატ აიმბედოვის გოლით უპასუხეს. ბელარუსს ვიტალი ლისაკოვიჩმა მოაგებინა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. ბელარუსის ნაკრებმა პირველ ტურში შინ ალბანეთთან წააგო (0:2) და ამრიგად, ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს მოპოვებული.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩს ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა, მთავარი აბიტრი კი გიორგი ყრუაშვილი იყო, რომელმაც ფეხბურთელებს 4 ყვითელი ბარათი უჩვენა.

ბელარუსის ნაკრებისთვის ეს ბოლო მატჩი იყო თბილისში სტუმრობამდე. 8 ოქტომბერს, მიხაელ მარხელის გუნდი საქართველოს ნაკრებს ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალის ეგიდით ესტუმრება.

ყაზახეთი 1:2 ბელარუსი

გოლები: 0:1 ბორდაჩევი (53), 1:1 აიმბეტოვი (62), 1:2 ლისაკოვიჩი (86)

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები